დიჯეი ტომასი: დეითის ძებნისას უფრო ვიღებ სიამოვნებას

დიჯეი ტომასი: დეითის ძებნისას უფრო ვიღებ სიამოვნებას

გადაცემის After სტუმარი დიჯეი ტომასი, იგივე ირაკლი პაიჭაძე იყო, რომელიც გადაცემას სამი წლის წინაც სტუმრობდა. საუბარი ამ დროის მანძილზე კარიერული ცვლილებების გარშემო წარიმართა.

 
– პირველ რიგში საინტერესია, სახელი იგივე დაგრჩა თუ შეიცვალე? საუნდში თუ არის ცვლილება?
– სახელი იგივეა, რა თქმა უნდა. საუნდს რაც შეეხება, ხშირად ვიცვლი. წინა მოსვლაზე, აქ რომ ვიყავი, სულ სხვა მუსიკას ვუკრავდი და ეხლა სულ სხვას. სახელს კი იმ შემთხვევაში შევიცვლი, სრულიად სხვა პროექტს თუ შევქმნი.

– ანუ ახალი პროექტის შექმნას არ გამორიცხავ?
– არა.

– თუ მუშაობ ამ ეტაპზე რამეზე?
– კი, ვაკეთებ რაღაცეებს, მაგრამ ჯერ დასადებად არ გამიმზადებია.

– როდის აიდგი ფეხი, რომელიც კლუბები იყო მაშინ?
– „კუბიკი“, „switch”. ასაკი დაახლოებით 17-18 წლის ვიყავი.

– დღეს თუ მოღვაწეობ სადმე აქტიურად?
– აქტიურად არა, დეითები ხშირად არ მაქვს, უფრო იშვიათად.

ანუ ეს საკითხი მტკივნეულია…
– არა, პირიქით, მე დეითის ძებნისას უფრო ვიღებ სიამოვნებას. ზოგადად, დეითი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ მუსიკიდან რა სიამოვნებაც უნდა მივიღო იმას მაინც ვიღებ.

რამე პროექტზე თუ მუშაობ ამ დროისთვის?
– სახლში ვაკეთებ რაღაცეებს, უფრო ვმეცადინეობ. პროდიუსინგში ცოტას ვზარმაცობ.

წარმატებებს გისურვებთ.

 

 შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივ-სეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

თებერვალი 20, 2017
-->