დიჯეი, რომლის მუსიკალური საქმიანობა ქართული ფოლკლორით დაიწყო

დიჯეი, რომლის მუსიკალური საქმიანობა ქართული ფოლკლორით დაიწყო

After-ის სტუმარი დიჯეი ტეტეჩი, იგივე ლუკა მეტრეველი იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების გარშემო წარიმართა.

რას საქმიანობდი ელექტრონულ მუსიკამდე?

– ბევრი ეტაპი გავიარე. დავიწყე ქართული ფოლკლორით, დაახლოებით 8 წლის ვიყავი მაშინ. სწორედ ფოლკლორის წყალობით განმივითარდა მუსიკალური უნარები და ინტუიცია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ლამაზი მიმდინარეობაა, რომელიც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს.

სად მოღვაწეობდი უფრო კონკრეტულად?

– „ქართული ხმების“ ბავშვთა ანსამბლში, თუმცა სერიოზული სახე ამ ყველაფრისთვის არ მიმიცია.

ამის შემდეგ რა იყო?

– ამის მერე რაღაც პერიოდი აღარც კი მქონია მუსიკასთან შეხების სურვილი, ალბათ ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ ამან მალევე გადამიარა და გადავწყვიტე გიტარის შესწავლა. პარალელურად დავიწყე სიმღერა, კერძოდ კი როკ-მიმიდნარეობაში, რომელსაც იმ პერიოდში ვუსმენდი. ვიყავი პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“, 16 წლის ვიყავი და ხალხს თავი სწორედ ასე გავაცანი.

ელექტრონულ მუსიკაში რა ასაკიდან მოხვდი?

– 17 წლიდან უკვე ვუსმენდი, მაგრამ 18 წლისას ეს გადაწყვეტილება უკვე მკაცრად მქონდა მიღებული. ჰაუსმა და ტექნომ შემაყვარა თავი და გამიჩინა იმისი სურვილი, რომ რამე მსგავსი მეც გამეკეთებინა.

პირველ სეტს თუ გაიხსენებდი?

– 19 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ბარში შევასრულე საკმაოდ უცნაური სეტი. ძასლიან ბევრი ვიშრომე, რომ მესაწავლა ის ენა, რომლითაც ცეკვის დროს უნდა ეკონტაქტო ხალხს. 20 წლიდან უკვე აქტიურად ვუკრავდი ამა თუ იმ კლუბებშძი. პროგრამულად და ციფრულად თავად ვისწავლე დიჯეინგი და არავის არაფერი უსწავლებია.

– რა ჰქვია შენს პროექტს?

– ამჯამად საორიენტაციო პროექტს ჰქვია L8. მისი შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როდესაც კლასიკურ დიჯეი პერფორმანსში ლაივ ვოკალის ელემენტების დამატებას ვფიქრობდი. საკმაოდ რთულად ჟღერდა ჩემთვისაც, რადგან დიჯეინგთან ერთად ლაივ ვოკალის შესრულება საკმაოდ რთული იყო. ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტმა ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ დღევანდელი სახე მიეცა.

სამომავლოდ პროდაქშენის კუთხით შენი მუსიკის შექმნას თუ გეგმავ?

– ამჟამად ვსწავლობ პროდაქშენს და ვვითარდები იმ დონემდე, რომ დავწერო მუსიკა, როგორიც საჭიროა, რომ დავწერო. ძალიან კრიტიკული ვარ და მინდა, რომ მაღალი დონის მუსიკა დავდო. იმედია მალე რელიზებამდეც მივა საქმე.

– სად შეიძლება ამჟამად შენი მოსმენა?

– პარასკევს, Mersedes Benz Fashion Week-ზე მქონდა ბოლო დაკვრა. ამჟამად მხოლოდ შორეული ბუქინგები მაქვს. გუშინ მივიღე მიწვევა პეტერბურგიდან. ეს არის საკმაოდ კარგი ღონისძიება და მისაღები ივენთენი აქვთ. 10 ივნისს იქნება ეს გასვლა.

მუსიკის გარდა რითი ხარ გატაცებული?

– ყველაფერი არის მუსიკა ჩემთვის. სხვას არაფერს საბედნიეროდ ამ ეტაპზე არ ვაკეთებ.

თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?

– ვცდილობ, ლამაზად გავერთო.

კოლაბორაციაზე თუ გიფიქრია?

– ოფიციალური არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ძალიან ეგოისტი ვარ და მირჩევია დავიცადო, სანამ კარგად ვისწავლი და შემდეგ მივმართავ ამ გზასაც.

წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მაისი 8, 2018
-->