დიჯეი, რომელსაც კლუბები არ უყვარს

დიჯეი, რომელსაც კლუბები არ უყვარს

გადაცემის სტუმარი დიჯეი გიორგი ცოფურაშვილი იყო, რომელის After-ს ახალი პროექტით ესტუმრა.

– გიორგი, დავიწყოთ სულ თავიდან…
– დავიწყე რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 16 წლის ასაკში. ვუსმენდი სხვადასხვა სეტებს და ვსწავლობდი. დავიწყე ძალიან მძიმე ჰარდ-სტაილით, ეგ გახდა ჩემი ინსპირაცია. მერე ვუსმენდი ტრანსს, ტექნოს. რაც მეტ მუსიკას უსმენ სხვა ჟანრში, უფრო კარგია შენი მუსიკალური განვითარებისთვის. ამის მერე ლოგიკურად გავაგრძელე პროდაქშენით, მაგრამ პარალელურად ვსწავლობ და შესაბამისად ეს ყველაფერი დროში არის გაწელილი.
დიჯეინგით დაიწყე?
– კი, დიჯეინგით დავიწყე და პროდაქშენით გავაგრძელე.
წლებია მოღვაწეობ „ჯორჯ ინსეინის“ სახელით. რა მუსიკას მოიცავს ის?
– ერთ ჟანრში არ ვარ ჩაციკლული, მიმაჩნია, რომ დიჯეი აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს და აუცილებლად უნდა უყუროს საცეკვაო მოედანს. სხვა შემთხვევაში ვერ გამოვა ხარისხიანი სეტი.
შენი ძირითადი ჟანრი თუ გაქვს?
– კლუბში დავუკრავდი ჰაუსს, საერთოდ კლუბი არ მიყვარს, სიმართლე რომ გითხრათ. ფესტივალებზე „ჯორჯ ინსეინის“ ჟღერადობა უფრო მისაღებია.
– რაც შეეხება ახალ პროექტს, „დანიელს“, რამდენი ხანია, რაც ის არსებობს და რატომ გადაწყვიტე ახალი საუნდის შექმნა?
– დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, მაგრამ დიდი ხანი ვმუშაობდი მასზე. ყოველთვის მინდოდა ახალი პროექტი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი.
რელიზები თუ გაქვს ან თუ აპირებ?
– ჯერ არ მაქვს კონტაქტი, პირველად ვაჟღერებ თქვენს გადაცემაში და მომავალში ვნახოთ.
ამ ეტაპზე სად უკრავ?
– ძალიან იშვიათად ვუკრავ, წელიწადზე მეტია კლუბში არ დამიკრავს.
ალბომზე თუ აპირებ მუშაობას?
– ალბომის გამოშვება მინდა, მაგრამ ჯერ მუშაობის პროცესში ვარ. პრობლემა ის არის, რომ რამდენიმე ნამუშევარი „ვინდოუსის“ გადაყენების შემდეგ გაქრა, შესაბამისად გარკვეულწილად თავიდან მიწევს გაკეთება.
– ჩვენს გადაცემას თუ უსმენ ხოლმე?
– კი.
რომელი სტუმარი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
– გული ვინმეს რომ არ დავწყვიტო, თავს შევიკავებ პასუხისგან.
ზაფხულში თუ გაქვს რამე გეგმა?
– ჯერ-ჯერობით შემოთავაზება არ მაქვს და ვნახოთ. არ მაქვს მუსიკალური განათლება, ვაპირებ მუსიკის თეორიის და აუდიო ინჟინერიის შესწავლას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მაინტერესებს.
წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მარტი 20, 2017
-->