დიჯეი, რომელიც თანამედროვე თბილისურ კლუბურ ცხოვრებას ტყუილს უწოდებს

დიჯეი, რომელიც თანამედროვე თბილისურ კლუბურ ცხოვრებას ტყუილს უწოდებს

გადაცემა After-ის სტუმარი დიჯეი ბაჩო ჩალაძე იყო. როდის დაიწყო დაკვრა, რომელ კლუბში დაიწყო თავდაპირველად დაკვრა და რატომ მიიჩნევს თანამედროვე თბილისურ კლუბურ ცხოვრებას ერთ დიდ ტყუილად –  ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბაჩო, რამდენი ხანია, რაც უკრავ?
– ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 15 წლიდან ამ სფეროში ვარ, ახლა 27-ის ვარ. დიდი როლი ითამაშა ამაში ჩემმა უფროსმა ძმამ.

სპეციალური განათლება თუ გაქვს ამ მხრივ?
– არა, თვითნასწავლი ვარ.

ეს შენი ჰობია თუ პროფესია?
– არა, პროფესია არ არის, თუმცა ძალიან სერიოზულად ვუდგები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

სად დაუკარი პირველად?
– ეს იყო კლუბი „Fly”. მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერი კარგი მას შემდეგ დაიწყო.

– გასვლები თუ გქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ?
– კი,მე-5 წელია დავდივარ ბერლინში. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გასვლაა.ჩვენი მეგობარი პრომოუტერების მოწვევით ხდება.

რაც შეეხება პროდაქშენს, როდის დაიწყე?
– სულ მქონდა ამისი სურვილი. როგორც დაკვრა დავიწყე ჩუმად, ისე დავიწყე პროდაქშენიც. ჩუმად და ყოველგვარი ამბიციების გარეშე.

როგორც ვიცი, ალბომზე მუშაობ. კოლაბორაციები თუ იქნება მასში?
– კი, 16 თრექი შევა ალბომში და აუცილებლად იქნება კოლაბორაციებიც.

მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ…
– საახალწლოდ ბევრი გეგმა მაქვს. რაც თავი მახსოვს, ახალ წელს სულ ვუკრავ, თუმცა წელს შეიძლება არც დავუკრა და ტრადიციულად აღვნიშნო ეს დღესასწაული. თუმცა მომავალ უქმეებზე მივდივარ ბაქოში და იქ გვაქვს გამოსვლა მე და ჩემს ძმას, თომას. რაც შეეხება თბილისს, ჩემი მოსმენა კაფე „გალერიში“ ან „მტკვარზე“ შეგიძლიათ.

დღევანდელ ტენდენციაზე რას გვეტყოდი?
– ძალიან კარგია, რომ ქლაბინგი ასე განვითარდა და კარგი კლუბები, ტექნიკური მხარდაჭერა და ბევრი სხვა რამე გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი გვჭირდება იმისთვის, რომ რეალურად მივიღოთ ხარისხი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის დიდი ტყუილი და ჯერ კიდევ შორს ვართ. როგორი ქალაქიც არის ისეთივე ქლაბინგია: არასტანდარტული, არასტაბილური და ა.შ. თუმცა არის დადებითი ძვრები და ეს ძალიან კარგია.

წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

დეკემბერი 12, 2017
-->