დიჯეი, რომელიც მაღალი ხარისხის მასალას სახლის პირობებში ქმნის

დიჯეი, რომელიც მაღალი ხარისხის მასალას სახლის პირობებში ქმნის

გადაცემა After-ის 108-ე გადაცემას ბათა პაპიაშვილი ესტუმრა, რომელმაც საკუთარი კარიერის, ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

რა პერიოდიდან გაგიტაცა ელექტრონულმა მუსიკამ?
– ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს სფერო. 2009 წელს, ბათუმში იყო Open Air და მაშინ მოვუსმინე დიდ საუნდზე ელექტრონული ჟანრის მუსიკას. ძალიან მომეწონა, მოვიძიე ინფორმაციები და გადავწყვიტე მესწავლა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დავიწყე პროდაქშენიც.

სად შედგა შენი პირველი დეითი აუდიტორიის წინაშე?
– „სითი ქლაბში“ შედგა ჩემი პირველი გამოსვლა ფართო აუდიტორიის წინაშე.

როგორც ცნობილია, ორ ახალ პროექტზე მუშაობ ამჟამად…
– დიახ, ერთია Half Myth და მეორე – Moonstate, რომელიც მინიმალისტური ჟღერადობისაა. მომავალში შესაძლოა ეს ორი სიახლე გავაერთიანო.

–  სად მუშაობ ამ საკმაოდ კარგი ხარისხის მასალაზე?
– სტუდია არ მაქვს, სახლის პირობებში რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. აკუსტიკურად არ მაქვს მოწყობილი, თუმცა ალბათ მომავალში ესეც იქნება.

როგორია შენი უახლოესი გეგმები?
–  ჯერ არ მაქვს დაგეგმილი. რეზიდენტი ვარ „პიანინოში“ და ხუთშაბათიდან კვირამდე იქ ვუკრავ.

საქართველოდან გასვლები თუ გქონია ან თუ აპირებ?
– ჯერ არ ვყოფილვარ და თუ იქნება ამისი საშუალება, აუცილებლად დავთანხმდები.

წარმატებებს გისურვებ.
 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ოქტომბერი 20, 2017
-->