დემიენ რაისი კაბაში: ქართველი დიჯეი, რომელიც წარსულში როკერი იყო

დემიენ რაისი კაბაში: ქართველი დიჯეი, რომელიც წარსულში როკერი იყო

გადაცემა After-ის სტუმარი Dudey იყო. საუბარი მისი კარიერის გარშემო განვითარდა.

 

პირველ რიგში, რატომ ეს სახელი?
– ჩემი მეგობარი მეძახდა და დავიტოვე სასცენო სახელად.
როდის დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?
– ბავშვობიდან. თინეიჯერობის დროს აკუსტიკური მუსიკით ვიყავი დაკავებული.

 

ოჯახიდან ამ სფეროში თუ გყავს ვინმე?
– არა, თუ არ ჩავთვლით დედას, რომელმაც შვიდწლედი იძულებით დაამთავრა. მუსიკალური განათლება არ მაქვს, გიტარაზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. მუსიკის მიმართ სიყვარული Linkin’ Park-ის მოსმენის შემდეგ მოვიდა. როკი და ალტერნატიული მუსიკა იყო ჩემი ძირითადი გატაცება, ასე ვთქვათ დემიენ რაისი ვიყავი კაბაში.

 

გამოსვლები თუ გქონდა ამ პერიოდში?
– არა, სასწავლებლად ვიყავი ერთი წელი ამერიკაში და იქ ვუკრავდი ერთ-ერთ ბენდში.

 

– ისევ წასვლას თუ გეგმავ?
– შეიძლება, მაგრამ როდესაც აქ ამოიწურება რესურსი, მაშინ წავალ.

 

რაში ხედავ რესურსს?
– ელექტრონულ მუსიკაში, ბევრ ქვეყანასთან შედარებით კარგად გვაქვს საქმე. ამ სფეროს მსმენელი ჰყავს და ასე რომ, აქ ჯერ ბევრი საქმე მაქვს.

 

როკიდან ელექტრონულ მუსიკაში როგორ მოხვდი?
– დამოუკიდებლობის მომენტი მაქვს. არ მინდა ბენდი და არ მინდა ათას ადამიანთან თანამშრომლობა. ინტროვერტი ვარ.  ვაკეთებ იმას, რაც მომწონს.

 

რამდენი ხანია, რაც შენს მუსიკას აკეთებ?
– 3 წელია.

 

ლეიბლებთან კავშირი თუ გაქვს?
– ჯერ არ მაქვს.

 

კოლაბორაცია თუ გაქვს?
– გეგმაში არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ მაქვს.

 

სად შეიძლება შენი ხილვა და მოსმენა?
– ხშირად ვუკრავ Factory 27-ში და ამ ეტაპზე ის შეგიძლიათ მომისმინოთ.

 

ზაფხულში თუ გაქვს რამე გეგმა?
– Gem Fest-ზე ვაპირებ, Open Air-ზეც მაქვს აპლიკაცია შევსებული და შესაბამისად, ვგეგმავ, აქტიურად გავატარო.

 

თავად სად ერთობი?
– „ბასიანზე“ დავდივარ, მუსიკის გამოც და დიჯეის დონეებიც მაინტერესებს, ანუ პროფესიულ ინტერესს ვიკმაყოფილებ. ამის გარდა, კიდევ დავდივარ სხვადასხვა ივენთებზე. უკანასკნელი Moderat-ის იყო და ძალიან მომეწონა.

 

წარმატებებს გისურვებთ.

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 30, 2017
-->