დავით მაჩაიძე: წელს ჯაზ-ფესტივალის დიჯეი ვარ

დავით მაჩაიძე: წელს ჯაზ-ფესტივალის დიჯეი ვარ

გადაცემის სტუმარი დიჯეი და პროდიუსერი დავით მაჩაიძე იყო.

წელიწადნახევრის წინ იყავი ჩვენს გადაცემაში სტუმრად. რა ცვლილებები მოხდა ამ დროის განმავლობაში შენს კარიერაში?
– უფრო ჰაუსისკენ გადავიხარე, პროდაქშენს რაც შეეხება, მუსიკას ადრეც ვაკეთებდი, ეს იყო მინიმალ ტექნო, რომელიც შემდეგ შევწყვიტე, დაახლოებით 2010 წელს და ახლა ისევ დავუბრუნდი, უფრო ენერგიული და მოტივირებული.
– როდის დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?
– ვიწრო წრეში ვაწყობდით ჰაუს-ფართებს, დაახლოებით 10-12 წლის წინ. პუბლიკის წინაშე 2013 წლიდან გამოვჩნდი.
რატომ დაინტერესდი დიჯეინგით და ელექტრონული მუსიკით?
– დაახლოებით 9-10 წლის ვიყავი, როდესაც Jamiroquai-ს ალბომი მოვისმინე და ელექტრონული მუსიკის ფორმატისკენ გადავიხარე. ამის მერე იყო Prodigy და ა.შ.

აქვე ვიტყვი ერთ საინტერესო ნიუსს: წელს ვარ ჯაზ-ფესტივალის დიჯეი, კერძოდ კი Jamiroquai-ს ვუკეთებ warm up-ს.
სად და როდის იმართება ეს ღონიძიება?
– 27-29 ივლისი, ტრადიციულად ბათუმის კორტებზე.
Can’t sleep booking agency – მოგვიყევი ამ სააგენტოს შესახებ…
– საკმაოდ ბევრნი ვართ ამ სააგენტოში, თუმცა მასზე დეტალურად საუბარი სხვა დროს. მარტო იმას ვიტყვი, რომ ის არ შემოიფარგლება დიჯეების ჯავშანით, არსებობს კიდევ ივენთების, უცხოელი მუსიკოსების დაინტერესება და ა.შ.
როგორ შეიძლება თქვენთან კონტაქტი?
– ფეისბუქზე გვაქვს გვერდი და ისე ხდება კონტაქტი. დაახლოებით ერთი წელია ვარსებობთ და ნელ-ნელა „იქოქება“.  
– ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?

კი, რა თქმა უნდა. დისკის გამოშვება აუცილებლად იგეგმება.
ამჟამად თუ მუშაობ რამეზე?
– არა, ამ ეტაპზე არა.
– უახლოეს მომავალში სად შეწიძლება შენი მოსმენა?
ჯაზ-ფესტივალის გარდა, ზღვისპირეთში სხვადასხვა კლუბებში ამ ზაფხულს დავუკრავ. Gem Fest-ზეც შესაძლოა გამოვიდე.
– საზღავრგარეთ გასვლას თუ გეგმავ?
ბერლინში ვიყავი დაახლოებით 2 კვირის წინ და ერთ-ერთი კლუბის დაბადების დღეზე ვიყავი და იქ მომიწია დაკვრა.
– დიჯეინგის გარდა სხვა რამით თუ ხარ დაკავებული?
პროფესიით ვარ ტექნიკური ექპერტი. ასევე ბერლინში ხმის ინჟინერია შევისწავლე, რასაც პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ.
წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

აპრილი 10, 2017
-->