Connection – კოლაბორაცია, რომლის წევრებმაც ერთმანეთი სცენაზე გაიცნეს

Connection – კოლაბორაცია, რომლის წევრებმაც ერთმანეთი სცენაზე გაიცნეს

გადაცემა After-ის სტუმრები ნუცა ჯღამაძე და გოგა ფრანგიშვილი იყვნენ, რომლებიც ჩვენს ეთერს კოლაბორაციით ესტუმრნენ. დუეტს Connection ჰქვია.

– ნუცა, საზოგადოება ჯგუფ „ნიუტონიდან“ გიცნობს. რა ხდება კოლექტივიდან წამოსვლის შემდეგ?
– ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარე „ნიუტონში“. მომწონდა ის, რომ ქავერების პარალელურად ვაკეთებდით ჩვენს მუსიკას და ეს ძალიან კარგი იყო, თუმცა ბოლოს ჩვენი ინტერესები გაიყო და მე ვთვლი, რომ ასეთ დროს სხვადასხვა მიმართულებით წასვლა გარდაუვალია. ზუსტად ამ პერიოდში დაემთხვა ჩემი და გოგას აზრების ერთმანეთს, რომ შეგვექმნა რაღაც დუეტი.
– გოგა, შენი მუსიკალური წარსულის შესახებ რას იტყვი?
– ალბათ პირველი ბგერა რომ გავიგე, მუსიკა იყო, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში, პოზიტიურშიც და ნეგატიურშიც ჩემს გვერდით არის.

რა ჟანრს უკრავდი?
– ყოველთვის მიზადავდა ექსპერიმენტები, სხვადასხვ საუნდის ერთმანეთში არევა და საინტერესო ნაზავის მიღება. მომწონს ელექტრონული მუსიკაც, რომელიც დღე 90%-ს მოიცავს.
პროდიუსინგით თუ ხარ დაკავებული?
– ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორი წლის წინ განვაახლე პროდიუსინგი და მაქვს რამდენიმე ნამუშევარი უკვე, ელექტრონული თრიპ-ჰოპის სტილში.
– რა ჰქვია თქვენს ახალ კოლაბორაციას?
ნუცა:
Connection ჰქვია და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. მიხარია, რომ შევეჭიდეთ ამ საქმეს, მაგრამ ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რისი დეფიციტიც სულ მაქვს.
– ერთმანეთის სად გაიცანით?
– სცენაზე, მე ვმღეროდი და ეს უკრავდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, ორივე ბევრს ვმუშაობდით და საბოლოოდ ერთად ვართ.
– ერთობლივი ალბომის გამოშვებას თუ გეგმავთ?
გოგა:
არა, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია სრულყოფილებამდე მივიყვანოთ ჩვენი ნამუშევრები და ლეიბლებთანაც ვითანამშრომლოთ.

სადმე თუ გამოდიხართ?
– კლუბებში, კორპორატიულ საღამოებზე და ა.შ. რაც ძალიან მიხარია. სასიხარულო ის არის, ამისი მსმენელი ხალხი არსებობს, რადგან ეს არ არის მარტივი პოპი, რომელიც მასას მოსწონს.
– ცალ-ცალკე თუ დადიხართ ივენთებზე, ანუ გოგა თავისი მუსიკით და ნუცა თავისი ვოკალით?
ნუცა:
მე სამწუხაროდ ვეღარ, მაგრამ გოგა ახერხებს პერიოდულად განიავებას.
გოგა: აღსანიშნავია, რომ მსმენელი საგრძნობლად არის გაზრდილი და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ბევრი ასაკში შესული მამაკაცი მინახავს, ტომ იორკზე რომ მესაუბრება, რაც უზომოდ სასიხარულოა.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ნუცა:
ბათუმში გვიწევს რამდენიმე პროექტით წასვლა და ამ მხრივ საინტერესო ზაფხული გველის წინ.
წარმატებებს გისურვებთ.

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ივნისი 13, 2017
-->