“ბავშვობის სიყვარული, რომელიც არ მშორდება” – დათუნა მგელაძე ოჯახის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს

“ბავშვობის სიყვარული, რომელიც არ მშორდება” – დათუნა მგელაძე ოჯახის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი დათუნა მგელაძე იყო. როგორ გაატარა ზაფხული, როგორია მისი სამომავლო გეგმები და რას პირდება მსმენელს – ამ ყველაფერს უფრო ვრცლად  ინტერვიუდან გაიგებთ.

რამდენად დატვირთული ზაფხული გქონდა?

აგვისტოს თვე გამოვიყენე დასასვენებლად, მეგობრებთან ერთად სანტორინიზე ვიყავი. მანამდე ევროპული ტურნე მქონდა, კარგად ჩაიარა. ახლა, ახალი შემართებით და ახალი განწყობით ვფიქრობ მომავალ გეგმებზე.

როგორ გხვდებიან ემიგრანტები საზღვრებს გარეთ?

ძალიან დიდი მოთხოვნაა და ხშირად მიწევს წასვლა, ეს ჩემთვის ათმაგად სასიხარულოა, დიდი სიყვარულით მხვდებიან და მეც თავიდან ბოლომდე ვიხარჯები მათთვის. მეც ვყოფილვარ ემიგრანტი, ოთხ წელზე მეტი მოსკოვში ვცხოვრობდი და ბოლომდე მაქვს გააზრებული ეს გრძნობა. მე პირადად ვერ გავძელი. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად, კარიერული თვალსაზრისით ძალიან კარგად ვიყავი, ვერ გავჩერდი. ის დისციპლინა, რაც იქ ვისწავლე, დაბრუნებულზე ძალიან გამომადგა.

მუსიკალური პროექტების მონაწილეები, გამარჯვებულებიც კი იკარგებიან, შენს შემთხვევაში სხვანაირად წარიმართა მოვლენები…

ყველაზე დიდი გამარჯვება ხალხის სიყვარულია, თუ იმუშავებ ამაზე და გაამართლებ, 80% ამ სფეროში კარები ღია გაქვს, ოღონდ არ უნდა გაჩერდე. ინერციით წავიდა ყველაფერი, ბევრი დუეტები იყო, სხვა პროექტებიც, ძალიან ბევრი წელი იმუშავა ”ჯეო სტარის” სახელმა. პირველი რაც უნდა გააკეთო უნდა იმუშაო, არ უნდა გაჩერდე, კლიპები გამოუშვა, ახალი თრეკები დადო…

არის ფორტუნა შენს მხარეს პლიუსით?

“ფორტუნა პლუსი” ჩემი მეგობარია და იმ ფორტუნას რაც შეეხება რაც შენ იგულისხმე, ყოველთვის იყო ჩემს მხარეს.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

სილამაზის სალონი გავხსენი, მყავს ყველაზე მაგარი სტილისტები, ბადრი ყველამ იცის ალბათ და გვაქვს ამბიცია ვიყოთ პირველები. ბევრი დრო წამართვა, მაგრამ აუცილებელია რაღაც შენი გქონდეს.

სულ რამდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობარმა, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს, დიმა თეიმურაზოვმა ძალიან გამახარა, ჩემთვის შექმნილი რამდენიმე სიმღერა მომასმენინა და იმდენად მომეწონა, რომ უკვე ვეძებ რეჟისორებს. წელს ყველაფერი იქნება გაათმაგებულად ძალიან მაგრად.

ფორტუნა პლუსის დაბადების დღეზე, ბევრი მომღერალი ჩავრთეთ პირდაპირ ეთერში და უმეტესობა ამბობდა რომ პროექტი ”ოქროს ტალღა” სტიმულის მიმცემია მათთვის. შენ რას გვეტყვი?

მსგავსი, ხარისხიანი პროქტი ნამდვილად აკლდა ჩვენს სფეროს, დიდი სტიმულია, გვეხმარება ვაკეთოთ მეტი. ”ოქროს ტალღა” გვახალისებს, წელს წარდგენილი ვიყავი ”წლის საუკეთესო მამაკაცი მომღერლის” ნომინაციაზე. შემდეგ წელს მინდა, რომ შანსი არავის დავუტოვო.

სად ერთობა დათუნა მგელაძე?

ადრე ერთი კლუბი გვქონდა ამორჩეული და ყველა იქ ვიკრიბებოდით, ახლა ასეთი ამოჩენებული არაფერი გვაქვს, ხან აგარაკზე მივდივართ, ხან სახლში.  ადამიანმა პარასკევი საღამო უნდა გამოიყენოს დასასვენებლად, მეგობრების სანახავად.

რატომ არ ოჯახდები?

ვფიქრობ ამ თემაზე ძაან აქტიურად, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ემოციებს პატარების მიმართ ვეღარ ვიკავებ. ოჯახი აუცილებელია. არის რაღაც ძვრები და ვნახოთ. არ გამოგაპარებთ ამ ნიუსს.

კულინარია და დათუნა მგელაძე როგორ არიან ერთმანეთში?

როცა მარტო ვცხოვრობდი, ინტერნეტში  ჩავრთავდი რაღაცეებს, მერე წავიდოდი ვიყიდი პროდუქტს, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.  მარტივად მოსამზადებელი რაღაცეები ვიცი, მაგრამ მაინც მირჩევნია გამზადებული.

დათუნა და ბრენდები…

ვმეგობრობთ, კონკრეტული ამოჩემებები მქონდა, მაგრამ აღარ მაქვს. რაც მომწონს იმას ვყიდულობ.

მთა თუ ზღვა?

ზღვა, ჩემთვის დასვენება არის ბევრ ადამიანს რომ ვუყურებ, მარტო დაჯდომა არ შემიძლია, ფიქრებში მივდივარ. ვგიჟდები ბახმაროზე, მაგრამ 2-3 დღეში გამოვრბივარ.

დეპრესია გქონია?

კი, მქონდა, იმ პერიოდში როდესაც არ ვიცოდი რა მეკეთებინა.

რა გაღიზიანებს ადამიანში?

მაღიზიანებს, როდესაც ვხვდები ადამიანს რამხელა პოტენციალი აქვს, არადა იმ მდგომარეობას არიან შეჩვეული და შეგუებული რაშიც არიან და არაფერს აკეთებენ.  მაღიზიანებს ასევე ფარისევლობა.

მომღერალი, ვისთანაც დუეტს ჩაწერდი?

ბავშვობის სიყვარული, რომელიც არ მშორდება ეს არის ვანდერი. მაგრად მიყვარს, როგორც ვიცი მაგარი პიროვნებაა, კაი ტიპია და სანამ საქმეზე გადავიდოდით მივიდოდი და მაგრად ჩავეხუტებოდი.

 დათუნა და ქართული ტრადიციები, თამადა, სუფრა, თუ გითამადია?

კი, კი, ძალიან ახლოს არის და ხშირად მითამადია. გუშინწინაც ძალიან კარგად გავერთე და გავართე ჩემი სტუმრები. თამადობა კარგია, უნდა მოეფერო ადამიანებს, ლაპარაკით არ უნდა დაღალო, პირიქით უნდა ისაუბროთ, ცოტასაც წაიმღერებ…

თუ მიიღებდი მომავალში მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობას კონკურსანტის სტატუსით?

არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ სკამზე თუ დავჯდებოდი ჟიურის ამპლუაში. უკვე გავიზარდე.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

 

 

 

სექტემბერი 4, 2018
-->