“ახალი ალბომი არის წამგებიანი, ისევე, როგორც წინა ალბომები”- ჯგუფი “არა”

“ახალი ალბომი არის წამგებიანი, ისევე, როგორც წინა ალბომები”- ჯგუფი “არა”

„ექსკლუზივის“ სტუმარი ჯგუფი „არა“ იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მათი ახალი სიმღერის, „საქართველოს“ პრემიერა.

ახალი ჯგუფის სახით პირველად ხართ ჩვენთან სტუმრად…

– როგორც „არა“, კი, მაგრამ „პორნოპოეზიის“ და „ყველას“ სიმღერების პრეზენტაციაზე ვართ აქ ნამყოფი, დაახლოებით 5-ჯერ.

როგორი შედეგი მოიტანა ჩვენთან დაპრემიერებულმა სიმღერამ?

– საკმაოდ კარგი. სტუდიიდან რომ გავედით ფანი გოგონების არმიამ აგვიტაცა ხელში.  (იცინის)

სად შეიძლება დღეს ამ ჯგუფის მოსმენა?

– აღდგომას გვქონდა ალბომის პრზენტაცია, სპეციალურად შევარჩიეთ ეს თარიღი, ჯგუფის აღდგომას დავამთხვიეთ. წელიწადნახევარი ვმუშაობდით ამ სიმღერებზე, თუმცა ბევრი მათგანი დაგვრჩა ალბომის მიღმა.

როგორ შეიქმნა სიმღერა, რომელსაც დღეს ჩვენს სტუდიაში დავაპრემიერებთ?

– გვინდოდა, რომ სიმღერაში აუცილებლად ყოფილიყო სიტყვა „საქართველო“, ამიტომ ცოტა ეროვნული გამოგვივიდა.

რისი თქმა გსურდათ სიმღერით?

– ეს არის სიყვარულის ისტორია, ორ ადამიანს შორის. კერძოდ კი ნაჩვენებია ბიჭის განცდები, რომლის შეყვარებულიც საზღვარგარეთ წავა.

რა იყო თქვენი ჯგუფის პაუზის მიზეზი?

– ვიყავით საზღვარგარეთ, მოვიარეთ აზიის რამდენიმე ქვეყანა. მაშინ ალბომზე არ გვიფიქრია, უკანა გზაზე რომ ვიყავით მაშინ გაჩნდა დისკის პრეზენტაცია. როგორც კი ჩამოვედით, მაშინვე დავიწყეთ ამაზე ზრუნვა.

წინა ალბომით რამდენად კმაყოფილი ხართ?

– ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება. მაშინ სრული შემადგენლობით არ ვიყავით და შესაბამისად, ახლა უფრო სერიოზული ნამუშვარია.

ახალ ალბომზე რამდენად ამყარებთ კომერციულ იმედებს?

– ახალი ალბომი არის წამგებიანი, ისევე, როგორც წინა ალბომები. წამგებიანი, რადგან, ალბომების ეპოქა უკვე 20 წელია დასრულდა. ერთადერთი კომერციული გათვლა ის არის, რომ თუ სიმღერები, რომლებიც თავადვე გავაფაბლიქეთ, საზოგადოებას მოეწონება, კონცერტებზე დაგვიძახებენ.

ზოგადად, რამდენად ხშირად გიწვევენ ამა თუ იმ კონცერტზე?

– Tbilis Open Air-ზე გამოვედით სამჯერ, რაც ძალიან კარგია. სეზონზე მინიმუმ 4-ჯერ გვაქვს ხოლმე კონცერტი, ასევე გვქონდა გასვლები რეგიონებშიც.

ჟანრობრივი ექსპერიუმენტების ჩატარებას თუ გეგმავთ?

– ჩვენი ალბომი Youtube-ზე დევს და თუ მოუსმენთ და გვეტყვით, რა ჟანრია, კარგი იქნება. არ ვიცით კონკრეტული ჟანრი, რომელიც მოგვიხდება. პოპია, მაგრამ არის ბევრი გადახვევა და გადმოხვევა, შეიცავს გოსპელისა და არ-ენ-ბის ელემენტებს.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

– გვაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები. ვაპირებთ ცოტა ხანი დასვენებას და რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაივის მომზადებას და დიდ გრანდიოზულ სოლო კონცერტს შემოგთავაზებთ, აუცილებლად ღია ცის ქვეშ. ეს არის ჩვენი უახლოესი გეგმა.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

აპრილი 12, 2018
-->