9Rhyme: ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოლოდინი და სურვილი ერთმანეთს ემთხვევა

9Rhyme: ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოლოდინი და სურვილი ერთმანეთს ემთხვევა

გადაცემის სტუმარი რეპერი 9Rhyme იყო. შედგა მისი ახალი სიმღერის „Champion“ პრეზენტაცია. საუბარი სამომავლო გეგმების შესახებაც წარიმართა.

პირველ რიგში, როგორი განწყობა გაქვს?
– მშვენიერი, რადგან დღეს დავარელიზე სინგლი. ძალიან ბევრი ვიწვალეთ ამ სიმღერის შესაქმნელად, 10-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კიდევ მუშაობენ ქორეოგრაფიის დასადგმელად. როგორც მოგეხსენებათ, თბილისში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი ტარდება და მის გახსნაზე გამოვდივართ, ჩვენი ეს სიმღერა კი ამ ჩემპიონატის ერთგვარი ჰიმნია და საზეიმო გახსნაზე ვასრულებ.

როგორც ვიცი, ყოფილი კარატისტი ხარ…
– კი და მიხარია, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, რომ ეს ღონიძიება აქ ტარდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემპიონატი ონლაინ-რეჟიმში გადაიცემა და ვემზადებით დიდი მონდომებით.

რა ეტაპზეა საქართველოში სპორტის ეს სახეობა?
– მშვენიერ მდგომარეობაშია, უკეთესი მაჩვენებელი სპორტის სხვა სახეობებს აქვს, მაგრამ კარატე არ არის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ამიტომ ნაკლები რეკლამა და დაფინანსება აქვს. საქართველო ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად ითვლება ამ სპორტში.

– რა მოლოდინები გაქვს ამ ჩემპიონატზე?
– ეს ის შემთხვევაა, რომდესაც მოლოდინი და სურვილი ერთმანეთს ემთხვევა. დარწმუნებული ვარ ჩვენების კარგ შედეგში, ფედერაციაც ძალიან უწყობს ხელს.

– დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობ?
– არა, დაბრუნებას არ ვაპირებ.

დიდი მნიშვნელობა აქვს გულშმატკივარს…
– რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც ამ ან ზოგადად სპორტთან აქვს შეხება, უნდა უხაროდეს, რომ ეს ჩემპიონატი საქართველოში იმართება და მაქსიმალურად უნდა გამოხატოს მხარდაჭერა.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ვაგრძელებ მოღვაწეობას რეპში, მაქვს მცირე გადახვევები.  ბოლო ერთი თვეა ამ სიმღერაზე ვიყავი გადართული, მქონდა პატარა პრობლემები, მაგრამ შედეგზე საბედნიეროდ ეს არ ასახულა.

რთულია საქართველოში სიმღერა ტექნიკურად სწორედ შეკვრა?
– არის ხარისხიანი სტუდიები, მსოფლიო დონის, მაგრამ ყველას არ მიუწვდება ყველას ხელი. ყველა სფეროში ასეა. ხარისხიანი მუსიკა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა.

– თუ აპირებ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება?
– კლიპი ფინანსებთან არის დაკავშირებული. სიმართლე რომ ვთქვა თუ ვიდეოზე მიდგა საქმე არა ამ სიმღერაზე, არამედ სხვაზე გადავიღებ კლიპს.

გეგმავ თუ არა ალბომის გამოშვებას?
– კი, მაგრამ არ მინდა ტრადიცუიული ქართული ალბომის მსგავსი კრებული. ამერიკულ-ევროპულ სტილში მინდა, 15 სიმღერას რომ შეიცავდეს და არა 7-8-ს. არ ვჩქარობ, რადგან მინდა კარგი გამოვიდეს.

წარმატებებს გისურვებ.

 

მაისი 13, 2016
-->