Fuchsia: კომპანია Google-ი Android-ის შემცვლელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს

Fuchsia: კომპანია Google-ი Android-ის შემცვლელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს
Hi Tech / ივლისი 20, 2018

კომპანია Google ბოლო წლების მანძილზე ახალ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, რომელიც სამომავლოდ Android-ს შეცვლის.

ახალ პროექტს Fuchsia ჰქვია და მწარმოებლები მას „ნულიდან“ ქმნიან.

სიახლე Android-თან შედარებით ბევრი მაჩვენებლით წინ იქნება. გაჯეტებსა და სმარტფონებში ის ეტაპობრივად დაინერგება. Google-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხუთ წელიწადში ის მთლიანად ჩაანაცვლებს ОС Android-ს, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოს მოწყობილობების 80%-ში ფუნქციონირებს.

საკვანძო სიტყვები