Franz Ferdinand-მა ახალი ალბომი გამოუშვა

Franz Ferdinand-მა ახალი ალბომი გამოუშვა
შოუბიზნესი / თებერვალი 13, 2018

ბრიტანელმა ინდი-როკერებმა, Franz Ferdinand-მა ალბომი სახელწოდებით „Always Ascending“ გამოუშვა. სიახლე რიგით მეხუთეა მუსიკოსების დისკოგრაფიაში და ის ათი სიმღერისგან შედგება. ამ დროისთვის ალბომის შეძენა iTunes-ზე არის შესაძლებელი.

ცოტა ხნის წინ, დისკის მხარდასაჭერად სინგლები „Always Ascending“, „Feel the Love Go“ და „Lazy Boy“ გამოვიდა, რომლებმაც მუსიკალურ ჩარტებში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს.

საკვანძო სიტყვები