„ფორბსმა“ 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გამოავლინა

„ფორბსმა“ 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გამოავლინა
შოუბიზნესი / დეკემბერი 18, 2017

ჟურნალმა „ფორბსმა“ 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გამოავლინა. ეს ტიტული ჯერემი რენერმა დაიმსახურა. გამოცემის ცნობით, თითოეულ დახარჯულ დოლარზე რენერმა სტუდიებს 93,8 დოლარი მოუტანა.

მეორე ადგილზე ემა უოტსონი განთავსდა (ერთ დოლარზე 70,7 დოლარის ჰონორარით), მესამეზე კი სკარლეტ იოჰანსონი 66,5 დოლარით.

საუკეთესო ხუთეულის მეოთხე ადგილზე ემი ადამსი განთავსდა 46,1 დოლარით, მეხუთეზე კი კრის პრეტი იმყოფება 34,4 დოლარით.