ფლორიდაში კრის ბრაუნი დაიჭირეს

ფლორიდაში კრის ბრაუნი დაიჭირეს
შოუბიზნესი / ივლისი 6, 2018

გასულ ღამეს, ფლორიდაში კრის ბრაუნი დაიჭირეს. პალმ-ბიჩის რაიონის პოლიციის განცხადებით, 29 წლის მომღერლის დაჭერა საგრაფოში შესული გასული წლის ბრძანების საფუძველზე მოხდა, თუმცა, დაჭერიდან ერთ საათში ბრაუნი თავდებით გაათავისუფლეს.

მომღერალს კანონთან მუდმივად აქვს პრობლემები. ძირითადად, მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ბრაუნის ერთ-ერთი ცნობილი მსხვერპლი მომღერალი რიანა იყო, რომელსაც ის 2009 წელს ფიზიკურად გაუსწორდა. მაშინ მას ვარსკვლავთან მიახლოება და ხუთწლიანი საზოგადოებრივი საქმით დანაშაულის გამოსწორება მიესაჯა.

მას შემდეგ, მუსიკოსი სარეაბილიტაციო კურსს ეტაპობრივად გადის, თუმცა პერიოდულად, მსგავს სკანდალებში ბრაუნი მუდმივად ეხვევა.

საკვანძო სიტყვები