ფილმმა „მზეთუნახავი და ურჩხული“ უქმეებზე რეკორდი დაამყარა

ფილმმა „მზეთუნახავი და ურჩხული“ უქმეებზე რეკორდი დაამყარა
შოუბიზნესი / მარტი 20, 2017

„დისნეის“ ზღაპარი „მზეთუნახავი და ურჩხული“ რეკორდებს ხსნის. პირველივე უქმეებზე მისმა მოგებამ რეკორდული 350 მილიონი დოლარი აჩვენა, რითიც ჰოლივუდის ისტორიაში მარტის ყველაზე შემოსავლიანი პროექტი გახდა.

ამერიკულ კინოგაქირავებაში მან 170 მილიონი დოლარი, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე -180 მილიონი გამოიმუშავა.

პროექტმა რამდენიმე მილიონით უკან ჩამოიტოვა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“, რომელიც 2016 წლის მარტში გამოვიდა და 166 მილიონი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ „დისნეის“ ზღაპარი 16+ კატეგორიაშია წარდგენილი, რამდენიმე ქვეყანაში კი, გეი-სცენების გამო, ის კინოგაქირავებიდან ამოიღეს.

საკვანძო სიტყვები