ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უყურებენ

ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უყურებენ
საინტერესო / ოქტომბერი 25, 2017

პორტალმა Ranker.com იმ ფილმების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც მაყურებლები ყველაზე მეტჯერ უყურებენ. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა – ტოპ 10-ეულში არ მოხვდა არცერთი ფილმი, რომლებიც 2010 წლის შემდეგ გადაიღეს, ყველაზე თანამედროვე ფილმად რეიტინგში კრისტოფერ ნოლანის „ბნელი რაინდი“ დასახელდა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა.

პირველ ადგილზე რობერტ ზემეკისის „უკან მომავალში“ განთავსდა, რომელიც 1985 წელს გამოვიდა. მეორე პოზიციაზე პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელი“ მოხვდა, ხოლო სამეულს სტივენ სპილბერგის „იურული პერიოდის სამყარო“ ხურავს.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდა: „ფორესტ გამპი“, „მარტო სახლში“, „ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“ და ა.შ.