ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერები ა კლასის ვარსკვლავები იქნებიან

ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერები ა კლასის ვარსკვლავები იქნებიან
შოუბიზნესი / იანვარი 4, 2018

ფესტივალ Coachella-ს ორგანიზატორებმა წლევანდელი ღონისძიების ჰედლაინერების ვინაობა გაამხილეს და ესენი არიან: ბიონსე, ემინემი და The Weeknd.

ყოველწლიური ფესტივალის პროგრამა ოთხ დღეს გაგრძელდება – 13-დან 15 აპრილამდე და 20-დან 22 აპრილამდე. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ფასი ერთ მუსიკალურ უქმეებზე 673 დოლარს შეადგენს. ცნობილია, რომ ბიონსე 14 და 21 აპრილს გამოვა, ემინემი 15 და 22 აპრილს, ხოლო The Weeknd – 13 და 20 აპრილს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბიონსე, ფესტივალში მონაწილეობაზე უარი ექიმების დაჟინებული მოთხოვნით ორსულობის გამო თქვა, თუმცა მან პირობა დადო, რომ 2018-ში ის ღონისძიებაზე აუცილებლად გამოჩნდებოდა.

ბიონსე

 

ემინემი

 

The Weeknd

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები