ფერგიმ „საგზაო ფილმი“ გამოუშვა (ვიდეო)

ფერგიმ „საგზაო ფილმი“ გამოუშვა (ვიდეო)
შოუბიზნესი / დეკემბერი 19, 2016

უკანასკნელ სინგლზე „Life Goes On“ ამერიკელმა მომღერალმა ფერგიმ ახალი კლიპი წარმოადგინა.  ვიდეოს არ აქვს კონკრეტული სიუჟეტი და ის მზიან „საგზაო ფილმს“ წარმოადგენს.

სიმღერა რიგით მეორე ოფიციალური ნამუშვარია ფერგის ახალი ალბომისთვის „Double Dutchess“, რომლის რელიზიც 2017 წელს არის დაგეგმილი.  მუსიკალურ ჩარტებში მას განსაკუთრებული შედეგები არ უჩვენებია.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ასევე გამოდის ფერგის ჯგუფის, The Black Eyed Peas-ის ახალი დისკი, თუმცა მისი დეტალები არ ხმაურდება.

 

საკვანძო სიტყვები