ფერგი The Black Eyed Peas-დან წავიდა: ცნობილია, ვინ შეცვლის მას

ფერგი The Black Eyed Peas-დან წავიდა: ცნობილია, ვინ შეცვლის მას
შოუბიზნესი / ივნისი 2, 2017

გასულ წელს, Will.i.am-მა თაყვანისმცემლებს სასიხარულო ამბავი ამცნო The Black Eyed Peas-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ კოლექტივიდან წავიდა ფერგი. ხმები მომღერლის ჯგუფიდან წასვლის შესახებ დიდი ხანი დადიოდა, თუმცა ის საბოლოოდ  Will.i.am-მა მხოლოდ ახლა დაადასტურა.

ცნობილია, რომ ამჟამად ფერგი სოლო კარიერის მოწყობით არის დაკავებული, ხოლო მის ადგილს ჯგუფში ნიკოლ შერზინგერი დაიკავებს.

„ჩვენ ყოველთვის ძლიერი ვოკალისტები გყვავდა. ნიკოლი უკვე აქტიურად შეუდგა ჩვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენი პროექტის დეტალებს ვერ გაგიმხელთ“ – განაცხადა Will.i.am-მა.

საკვანძო სიტყვები