„ფეისბუქმა“ მომხმარებლებს სიახლე წარუდგინა

„ფეისბუქმა“ მომხმარებლებს სიახლე წარუდგინა
Hi Tech / ოქტომბერი 19, 2017

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა მეორე ლენტა, რომელიც მომხმარებლებისთვის საინტერესო თემების შესახებ პუბლიკაციებისგან იქნება დაკომპლექტებული.

პირველად, განყოფილებას სახელწოდებით Explore ყურადღება „ტვიტერის“ ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმა მიაქციეს და სქრინშოტები გააზიარეს. მოგვიანებით სოც. ქსელის ადმინისტრაციამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„ჩვენ პოპულარული სტატიების დამატებით ლენტაზე მუშაობას ვიწყებთ, რომელიც ადამიანის ექაუნთს ავტომატურად მიებმება და ის მისთვის საინტერესო კონტენტისგან იქნება შემდგარი“, – განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სიახლის შექმნა მათ თავად მომხმარებლებმა შთააგონეს.

საკვანძო სიტყვები