„ფეისბუქი“ უსაფრთხო რამდენიმე წელიწადში გახდება

„ფეისბუქი“ უსაფრთხო რამდენიმე წელიწადში გახდება
Hi Tech / აპრილი 3, 2018

ბოლო დროს, „ფეისბუქის“ გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე კვირის წინ სახალხოდ მოიხადა ბოდიში ინფორმაციის გაჟონვის შესახებ და პირობა დადო, რომ სოციალური ქსელის უსაფრთხოებაზე იმუშავებდა.

ამ დღეებში ამ თემაზე მან კომენტარი კვლავ გააკეთა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

„სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ამას 3 ან 6 თვე დასჭირდება, მაგრამ „ფეისბუქის“ უსაფრთხოების დახვეწას რამდნეიმე წელი დაჭირდება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამჟამად ამ საქმეზე დაახლოებით 14 ათასი ადამიანი მუშაობს.

საკვანძო სიტყვები