„ფეისბუქი“ უცხო ფოტოებზე თქვენს სახეს მოძებნის

„ფეისბუქი“ უცხო ფოტოებზე თქვენს სახეს მოძებნის
Hi Tech / დეკემბერი 20, 2017

„ფეისბუქი“ ახალ ფუნქციაზე მუშაობს. სიახლე მომხმარებელს ნოტიფიკაციას გაუგზავნის იმის შესახებ თუკი ვინმე ატვირთავს ფოტოს მისი გამოსახულებით და არ მონიშნავს მას.  ახალი ფუნქციის წყალობით, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს, მოინიშნოს თუ არა თავი ფოტოზე.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვთვლიდით ამ თემას პირად საკითხად. თუკი უცნობი ადამიანი ტვირთავს ფოტოს, რომელზეც თქვენც ხართ, ამის შესახებ უნდა გაიგოთ. ამიერიდან მომხმარებელს ექნება წვდომა ფოტომდე და ასევე მის გამომქვეყნებლამდეც“, – განაცხადა რობ შერმანმა, „ფეისბუქის“ კონფიდენციალურობის განყოფილების უფროსმა.

საკვანძო სიტყვები