”ფეისბუქი” საკუთარ YouTube-ს შექმნის

”ფეისბუქი” საკუთარ YouTube-ს შექმნის
Hi Tech / აგვისტო 11, 2017

”ფეისბუქმა” ახალი განყოფილების – Watch-ის ტესტირება დაიწყო, რომელსაც ყველანაირი შანსი აქვს, რომ YouTube-ის ანალოგი გახდეს. სიახლის წყალობით მომხმარებლებს შეეძლებათ უყურონ ვიდეოებს, გამოიწერონ არხები და განათავსონ საკუთარი ვიდეოები. ხოლო ვიდეობლოგერებისთვის, უნიკალური კონტენტის შემქმნელები რეკლამების მოგების 55%-ს მიიღებენ, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე YouTube-ის ამავე ტიპის შეთავაზება.

სერვისში უკვე არსებობს ჩანართი ”ვიდეო”. მისი შემქმნელების გეგმებში კი ყველაზე პოპულარული და სასაცილო ვიდეოების განყოფილებების გაკეთება შედის.

საკვანძო სიტყვები