,,ფანტასტიკური მხეცები: გრინდელვალდის დანაშაული”- ფილმის ბოლო ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

,,ფანტასტიკური მხეცები: გრინდელვალდის დანაშაული”- ფილმის ბოლო ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 26, 2018

Warner Bros.-მა ფილმის ,,ფანტასტიკური მხეცები: გრინდელვალდის დანაშაული” ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა.

კინოსურათი, რომელიც ფილმის ,,ფანტასტიკური მხეცები და სად ვიპოვოთ ისინი” სიქველია, დიდ ეკრანებზე 16 ნოემბერს გამოვა.

ფილმში, გრინდელვალდის როლი ჯონი დეპმა მოირგო, ახალგაზრდა დამბლდორს კი ჯუდ ლოუ განასახიერებს.

ფილმის მეორე ნაწილში დაბრუნდებიან ,,ოსკაროსანი” ედი რედმეინი, კეტრინ უოტერსტონი, დენ ფოგლერი, ელისონ სუდოლი და ეზრა მილერი.

ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ფილმში ლენი კრავიცის ქალიშვილი, ზოი გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ფილმი ,,ჰარი პოტერის” საგის პრიქველია, რომელიც ცნობილი ჯადოქრის დაბადებამდე მომხდარ მოვლენებს ასახავს.