„ფანტასტიკური ცხოველები: გრინ-დე-ვალდას დანაშაულებები“ (ტრეილერი)

„ფანტასტიკური ცხოველები: გრინ-დე-ვალდას დანაშაულებები“ (ტრეილერი)
შოუბიზნესი / მარტი 14, 2018

ქსელში ფილმის „ფანტასტიკური ცხოველები: გრინ-დე-ვალდას დანაშაულებები“ პირველი თიზერი-ტრეილერი გამოქვეყნდა. მთავარი ბოროტმოქმედის როლს ჯონი დეპი ასრულებს. პარტნიორობას ფილმში მას ჯუდ ლოუ და ედი რედმეინი უწევენ.

ფილმში მოქმედება 1927 წელს ვითარდება. მაგიური ზოოლოგი, ბიუტ სალამანდერი (ედი რედმეინი) ჰელერტ გრინ-დე-ვალდას (ჯონი დეპი) რეალურ ვინაობას გაარკვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დაპატიმრებულია, ის გაქცევას და საკუთარი პოზიციების გამაგრებას მოახერხებს.

ბოროტმოქმედის შეჩერება მხოლოდ მის ძველ მეგობარს, ალბუს დამბლდორუს შეუძლია, თუმცა სალამანდერისა და მისი ჯგუფის გარეშე ისიც უძლურია. ტინა (კეტრინ უოტერსტონი), ქუინი (ელისონ სუდოლი) და ჯეიკობი (დენ ფოგლერი) ბოროტების დასამარცხებლად ერთიანდებიან.

ფილმის პრემიერა 2018 წლის ნოემბერში არის დაგეგმილი.