Facebook Stories-ში ფოტოს რედაქტირება შეგიძლიათ

Facebook Stories-ში ფოტოს რედაქტირება შეგიძლიათ
Hi Tech / თებერვალი 13, 2018

სოციალურ ქსელ Facebook-ის პროგრამისტებმა განყოფილებაში Stories ახალი ფუნქცია დაამატეს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოქვეყნებული ფოტოების რედაქტირება. ამ ეტაპზე სიახლე მხოლოდ პროგრამის დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი.

ფოტოზე შესაძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: ფილტრის შეცვლა, ტექსტისა და სტიკერის დამატება და ა.შ. იმისათვის, რომ რედაქტირებით ისარგებლოთ, ფოტოს ატვირთამდე შესაბამისი ფუნქცია უნდა მონიშნოთ, რომელიც მარჯვენა მხარეს არის განთავსებული.

საკვანძო სიტყვები