Facebook-მა ინტერნეტის გადამცემი დრონების დამზადება გადაიფიქრა

Facebook-მა ინტერნეტის გადამცემი დრონების დამზადება გადაიფიქრა
Hi Tech / ივნისი 27, 2018

კომპანია Facebook-მა Aquila-ს პროექტზე, რომელიც დრონების საშუალებით ინტერნეტის უფასოდ დარიგებას გულისხმობდა, უარი განაცხადა.

Aquila 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც მსხვილი კომპანიები ერთმანეთს იმ საფრენი აპარატების წარმოებაში ეჯიბრებოდნენ, რომლებიც ინტერნეტის დარიგებას აპირებდნენ. თავდაპირველად, Facebook დრონების დამზადებას დამოუკიდებლად გეგმავდა, განახორციელა რამდენიმე საცდელი გაშვებაც, თუმცა საბოლოოდ მან პროექტზე უარი განაცხადა.

შედეგად, დიდ ბრიტანეთში Aquila-ს ოფიცი დაიკეტა და 16 თანამშრომელი გათავისუფლდა.

საკვანძო სიტყვები