Facebook-მა ახალი ფუნქციის ტესტირება დაიწყო

Facebook-მა ახალი ფუნქციის ტესტირება დაიწყო
Hi Tech / თებერვალი 12, 2018

Facebook-მა ახალი ფუნქციის ტესტირება დაიწყო. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სიახლე არ არის „არ მომწონს“ ღილაკის სინონიმი, რომლის შექმნასაც მომხმარებლები  დაჟინებით მოითხოვდნენ.

„ეს არის საზოგადოებრივ გვერდებზე არასასურველი კომენტარების დაფარვის ფუნქცია. ამ ეტაპზე ის ამერიკის მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უფრო კონკრეტულად კი, თქვენ ირჩევთ კომენტარებს და მათ გარკვეულ თემას უთითებთ, მაგალითად „შეურაცხმყოფელი“, „დამაბნეველი“ ან „თემას აცდენილი“.

აღნიშნულ ოპერაციას სხვა მომხმარებელი ვერ დაინახავს და მას ვერც პოსტის პოპულარობაზე ექნება გავლენა.

საკვანძო სიტყვები