ევროპის ყველაზე ბედნიერი ქალაქი გამოვლინდა

ევროპის ყველაზე ბედნიერი ქალაქი გამოვლინდა
საინტერესო / სექტემბერი 15, 2017

სტატისტიკის სააგენტომ Eurostat, ევროპის ყველაზე ბედნიერი ქალაქები გამოავლინა. შერჩევა მთელი რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა: მაცხოვრებლების კმაყოფილების, საერთაშორისო ადგილების, ჯანმრთელობის, ეკოლოგიისა და განათლების გათვალისწინებით.

როგორც გაირკვა, ცხოვრებით ყველაზე მეტი კმაყოფილი ადამიანი ვილნიუსში ცხოვრობს. რაც შეეხება ღირსშესანიშნავ ადგილებს, ამ მხრივ საუკეთესო სიტუაცია ვენაშია, ეკოლოგიის თვალსაზრისით მოწინავე ადგილზე ლუქსემბურგია, ჯანმრთელობას ყველაზე ნაკლებად ამსტერდამში უჩივიან.

ხოლო განათლების დონე ყველაზე მაღალი დუბლინში აღმოჩნდა.