ევან რეიჩელ ვუდი ენტონი ჰოპკინსსა და ედ ჰარისს გაუთანაბრდა

ევან რეიჩელ ვუდი ენტონი ჰოპკინსსა და ედ ჰარისს გაუთანაბრდა
შოუბიზნესი / აპრილი 27, 2018

ევან რეიჩელ ვუდის ჰონორარი „ველური დასავლეთის სამყაროს“ პირველ სეზონში მამაკაცი მსახიობების, ენტონი ჰოპკინსისა და ედ ჰარისის ჰონორარს მკვეთრად ჩამოუვარდებოდა. თუმცა ახალი სეზონის გამოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ვუდი შესრულებული როლისთვის კოლეგებთან თანაბარ თანხას მიიღებს.

ამის შესახებ მან თავად განაცხადა. „ახლა მეც ენტონი ჰოპკინსის და ედ ჰარისის მსგავსად ვარ. ჩვენ ერთნაირად ვმუშაობთ და ეს საკმაოდ მძიმე საქმეა“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ „ველური დასავლეთის სამყაროს“ მეორე სეზონმა სტარტი რამდენიმე დღის წინ აიღო. ევან რეიჩელ ვუდი მასში ანდროიდ დოლორეს აბერნატის როლს ასრულებს.