ევა ლონგორიას ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტო)

ევა ლონგორიას ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტო)
შოუბიზნესი / აპრილი 17, 2018

“სასოწარკვეთილი დიასახლისების“ მსახიობს, ევა ლონგორიას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ მან „ინსტაგრამზე“ თავად განაცხადა.

„დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ოცნება ახდა და საკუთარი ვარსკვლავი მაქვს“, – დაწერა მსახიობმა.

ცერემონიას ვარსკვლავის მეგობრები: ვიქტორია ბექჰემი, ანა ფერისი, რიზ უიზერსპუნი, რიკი მარტინი და სხვები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლონგორია ორსულობის ბოლო თვეებში იმყოფება. ის და მისი მეუღლე, ხოსე ანტონიო ბასტონი სულ მალე ვაჟიშვილის მშობლები გახდებიან.