ევა ლონგორია ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი პატარძალია

ევა ლონგორია ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი პატარძალია
შოუბიზნესი / დეკემბერი 12, 2016

გამოცემამ Entertainment Tonight 2016 წლის საუკეთესო პატარძალი გამოავლინა. პირველი ადგილი აღნიშნულ რეიტინგში ამერიკელმა მსახიობმა ევა ლონგორიამ დაიკავა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ცოლად მექსიკელ ბიზნესმენს, ხოსე ანტონიო ბასტონს გაყვა. პატარძლის საქორწინო კაბა მის საუკეთესო მეგობარს, ვიქტორია ბექჰემს ეკუთვნოდა, რომელშიც 41 წლის ევა უზადოდ გამოიყურებოდა.

რეიტინგის მეორე ადგილზე 30 წლის კანადელი მსახიობი იტალია რიჩი გავიდა, რომელიც ოქტომბერში ცოლად კანადელ მსახიობს, რობი ამელას გაყვა. სამეული კი ამერიკელმა რეალითი-ვარსკვლავმა, ოდრინა პეტრიჯმა დახურა.

2016 წლის ყველაზე ლამაზი პატარძლების ათეულში ოლიმპიური ჩემპიონის, მაიკლ ფელპსის მეუღლე, მსახიობი ნიკოლ ჯონსონი, მომღერალი სიარა და სხვა ცნობილი ქალბატონები მოხვდნენ.