ევა გრინი რომან პოლანსკის ფილმში ქალს კოცნის (ვიდეო)

ევა გრინი რომან პოლანსკის ფილმში ქალს კოცნის (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 22, 2017

კანის 70-ე კინოფესტივალზე რეჟისორმა რომან პოლანსკიმ ახალი ფილმი „დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე“ წარადგინა. ამ დღეებში კი, ქსელში აღნიშნული ნამუშვრის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც ფრანგი ლამაზმანები – ევა გრინი და ემანუელ სენიე, რომლებსაც ფილმში საკმაოდ უცნაური ურთიერთობა აქვთ.

პროექტი დელფინა დე ვიგანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს, რომელიც წარმატების შემდეგ მწერლის ღრმა დეპრესიას შეეხება. მის ცხოვრებაში ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდება, რომელიც მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. საბოლოოდ კი ისინი დაახლოვდებიან…

ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.