„ესკობარი“: საფინალო ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

„ესკობარი“: საფინალო ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / მარტი 23, 2018

18 აპრილს, დიდ ეკრანებზე გამოდის ფილმი „ესკობარი“, რომლის ტრეილერიც ქსელში ამ დღეებში მოხვდა.

მთავარი როლები მასში ხავიერ ბარდემმა და პენელოპე კრუსმა შეასრულეს: ხავიერმა ეკრანზე თავად ცნობილი ნარკობარონი გააცოცხლა, ხოლო პენელოპას ჟურნალისტ ვირხინია ვალიეხოს როლი ხვდა წილად, რომელსაც ესკობარი შეუყვარდება და მის შესახებ წიგნსაც დაწერს.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი წყვილისთვის ეს უკვე მე-11 საერთო ფილმია.

 

პოპულარული სიახლეები