„ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ლოტოს მოგება”: Daddy Yankee -მ „Despacito” ჩინურად შეასრულა

„ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ლოტოს მოგება”: Daddy Yankee -მ „Despacito” ჩინურად შეასრულა
შოუბიზნესი / სექტემბერი 20, 2018

Daddy Yankee ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ესპანურისა და ინგლისურის გარდა სხვა ენაზეც მოუწევდა სიმღერის შესრულება. თუმცა, ამ კვირას პუერტო რიკოელი ვარსკვლავი ჩინურად ამღერდა.

იანკი ამჟამად შანხაიში საკუთარი მსოფლიო ტურის ფარგლებში იმყოფება.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა არტისტს ჰკითხა, შეეძლო თუ არა, მისი და ლუის ფონსის საერთაშორისო ჰიტის, „დესპასიტოს”, ჩინურად შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება კამერების წინ მოუწევდა – იანკიმ მაინც გარისკა.

მოგვიანებით მომღერალმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: “მათ დესპასიტო ჩინურად მამღერეს! ეს კი გაცილებით რთულია, ვიდრე ლოტოს მოგება”.

 

View this post on Instagram

 

Me pusieron a cantar #Despacito en #chino ! Esto está más difícil que ganarse la lotto ‍♂️#China #shangai

A post shared by Daddy Yankee (@daddyyankee) on

საკვანძო სიტყვები