ენრიკე იგლესიასს თაყვანისმცემელმა წელზე ფეხები შემოხვია

ენრიკე იგლესიასს თაყვანისმცემელმა წელზე ფეხები შემოხვია
შოუბიზნესი / ოქტომბერი 3, 2018

ენრიკე იგლესიასი All The Hits Live ტურნეს ფარგლებში უკრაინის დედაქალაქს სტუმრობდა.

 

View this post on Instagram

 

#ThankYou for all the love #Ukraine 🇺🇦 🇺🇦 🇺🇦 🇺🇦 🇺🇦

A post shared by Enrique Iglesias (@enriqueiglesias) on

შოუს, რომელიც კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, ათასობით მელომანი დაესწრო, თუმცა, მედიის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებულად საღამოს ის მომენტი მოექცა, როცა მომღერლმა სცენაზე ერთ-ერთი თაყვანისმცემელი გოგონა მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ვარსკვლავმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და გოგონა მხურვალე კოცნით დააჯილდოვა, შემდეგ კი მასთან სელფი გადაიღო და ავტოგრაფიც მისცა.

ემოციებისგან დაბნეულ გოგონას სცენიდან ჩასვლა არ უჩქარია, მან ენრიკეს წელზე ფეხებიც კი შემოხვია.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის მუსიკოსი თავის ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე, შოუს ერთ-ერთ მა­ყუ­რე­ბელს უჩ­ვე­უ­ლო სა­ჩუ­ქარს უკე­თებს.

ის უცნობ გოგონას სცე­ნა­ზე იწ­ვევს, სიმღერას უძღვნის და ვნე­ბი­ა­ნად კოც­ნის.

მსგავ­სი სა­ჩუ­ქა­რი იგ­ლე­სი­ას­მა ერთ-ერთ ქარ­თველ გო­გო­ნასაც გაუკეთა, რო­ცა 2011 წლის აგ­ვის­ტო­ში MTV Live Georgia-ზე, ბათუმში იმღერა.

 

 

 

 

 

საკვანძო სიტყვები