ემინემმა Venom-ის კლიპი წარმოადგინა

ემინემმა Venom-ის კლიპი წარმოადგინა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 8, 2018

ემინემმა სიმღერის Venom კლიპი წარმოადგინა. სინგლი რეპერის 31 აგვისტოს გამოსულ მე-10 სტუდიურ ალბომში Kamikaze შედის.

აღსანიშნავია, რომ ,,ვენომი” ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკის ნაწილიცაა.

კინოსურათი, რომლის პრემიერა დიდ ეკრანებზე 5 ოქტომბერს შედგა, ჟურნალისტ, ედი ბროკის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც უცხოპლანეტელი სიმბიოტი შეერწყმება.

,,მარველის” კომიქსების ერთ-ერთი ანტიგმირის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტომ ჰარდი და მიშელ უილიამსი ასრულებენ.