ემინემმა The Beatles-ის რეკორდი მოხსნა

ემინემმა The Beatles-ის რეკორდი მოხსნა
შოუბიზნესი / დეკემბერი 25, 2017

ემინემი ბრიტანული ჩარტის ლიდერია. მისი ახალი ალბომი „Revival“, გამოსვლიდან პირველ კვირას 132 ათასი ასლის ოდენობით გაიყიდა. ათეულში ასევე ედ შირანი („Divide“), სემ სმიტი („The Thrill Of It All“), პინკი („Beautiful Trauma“) და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ.

რაც შეეხება ემინემის ალბომს, ის რეპერის მეათე სტუდიური ალბომია, რომელიც გამოსვლის მომენტიდან პირველივე კვირაში ბრიტანული ჩარტის სათავეში მოხვდა. ამ მაჩვენებლით კი მან ლეგენდარული The Beatles-ის რეკორდი მოხსნა და ABBA-ს და Led Zeppelin-ს გაუტოლდა.

 

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები