ემინემმა დონალდ ტრამპი თავის ახალ სიმღერაში სახალხოდ დაამცირა

ემინემმა დონალდ ტრამპი თავის ახალ სიმღერაში სახალხოდ დაამცირა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2017

ემინემმა თაყვანისმცემლებს ულტიმატუმი წაუყენა: მხარი დაუჭირონ მას ან დონალდ ტრამპს. რეპერი თავის ახალ ნამუშევარში სახლახოდ აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტს და მას უწოდებს „კამიკაძეს, რომელიც ბირთვულ აფეთქებას გამოიწვევს“. ასევე მან მძაფრად გააკრიტიკა ტრამპი იმის გამოც, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბრძოლა მოინდომა.

„რასიზმი – ერთადერთი რამ არის, რითიც ის არის ცნობილი“, – მღერის რეპერი.

ვიდეოს ბოლოს კი, ემინემი შუა თითს უჩვენებს ყველას, ვინც ტრამპის პოლიტიკას უჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ თავის თავს რეპერის შემოქმედების თაყვანისმცემლად მიიჩნევს.

საკვანძო სიტყვები