ემინემის ახალი ალბომი ვარსკვლავური დუეტებით იქნება დაკომპლექტებული

ემინემის ახალი ალბომი ვარსკვლავური დუეტებით იქნება დაკომპლექტებული
შოუბიზნესი / დეკემბერი 6, 2017

რეპერმა ემინემმა თავის „ტვიტერზე“ რიგით მეცხრე ალბომის თრექ-ლისტი გამოაქვეყნა. სიახლეს სახელწოდება „Revival“ იქნება და მისი პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართება.

ცნობილი გახდა, რომ დისკი საკმაოდ ვარსკვლავური დუეტებით იქნება დაკომპლექტებული. კერძოდ კი საუბარია ბიონსესთან, ედ შირანთან, ალიშა ქისთან, პინკთან, სკაილარ გრეისთან, X Ambassadors-თან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ჩაწერილ სიმღერებზე.

ცნობილია, რომ ალბომის პროდიუსერები რიკ რუბინი, სკაილერ გრეი და Dr. Dre არიან.