ემილია კლარკმა იმიჯი შეიცვალა

ემილია კლარკმა იმიჯი შეიცვალა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 1, 2018

საკულტო სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი, დეინერის ტარგარიენის როლის შემსრულებელი, ემილია კლარკი ,,ინსტაგრამზე” ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ინგლისელი მსახიობი თავს ახალი ვარცხნილობით იწონებს.

პოსტის აღწერისას, ,,დრაკონების დედამ” განმარტა, რომ მისი ინსპირაცია ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ იყვნენ, რომელთაც მსგავსი ვარცხნილობა 90-იან წლებში მაშინ ჰქონდათ, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ მაჯაზე დრაკონების გამოსახულებიანი ტატუ გაიკეთა.