ემილია კლარკი ნამდვილი დეინერის ტარგარიენი გახდა

ემილია კლარკი ნამდვილი დეინერის ტარგარიენი გახდა
შოუბიზნესი / სექტემბერი 20, 2017

ემილია კლარკმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თმა ყვითლად აქვს შეღებილი: „მე ეს გავაკეთე. დრაკონების დედა, გაიცანი ემილია. ემილია, გაიცანი დრაკონების დედა“, – დააწერა ვარსკვლავმა ფოტოს.

მსახიობის თქმით, ყოველთვის, როდესაც დეინერისის პარიკს ირგებდა, საკუთარი თავი ძალიან მოსწონდა. „ვიცოდი, რომ ოდესმე ამ ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი. ერთ რამეს ვიტყვი – იყო ქერათმიანი, ძალიან სახალისოა!“ – ამბობდა ემილია ინტერვიუებში.

„სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები კი მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ მისი გმირი მუქ თმიანი გახდეს.