ემი უაინჰაუსის შესახებ მიუზიკლს გადაიღებენ

ემი უაინჰაუსის შესახებ მიუზიკლს გადაიღებენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2017

მომღერალ ემი უაინჰაუსის მამამ, მიტჩ უაინჰაუსმა განაცხადა, რომ მის შვილზე მიუზიკლის დაწერა იგეგმება. „ამჟამად ვესტ-ენდის თეატრთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ უნდა მოვყვეთ ემის ცხოვრება, თუმცა აქცენტი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე არ უნდა გავაკეთოთ. ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა გარდაცვალებამდე სამი წლის განმავლობაში ემი არცერთ მათგანს არ მოიხმარდა“, – განაცხადა მისტერ უაინჰაუსმა.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი 2011 წელს, 27 წლის ასაკში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

საკვანძო სიტყვები