ემი შუმერმა, სერენა უილიამსმა და სხვა ქალბატონებმა Pirelli-ს 2016 წლის კალენდრისთვის გაიხადეს (ფოტოები)

ემი შუმერმა, სერენა უილიამსმა და სხვა ქალბატონებმა Pirelli-ს 2016 წლის კალენდრისთვის გაიხადეს (ფოტოები)
საინტერესო / დეკემბერი 1, 2015

კალენდარ Pirelli-ს 2016 წლის გამოცემის პირველი კადრები ქსელში გამოქვეყნდა. მსახიობი ემი შუმერი, სპორტსმენი სერენა უილიამსი, მოდელი ნატალია ვოდიანოვა, მომღერალი პატი სმიტი, ჟურნალისტი ტავი გევინსონი, ჩინელი მსახიობი იაო ჩენი და ფილანტროპი აგნეს განდი ლეგენდარული ფოტოგრაფის, ენი ლეიბოვიცის ობიექტივში პოზირებენ.

აღსანიშნავია, რომ კალენდრის წლევანდელი კონცეფცია მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. ამჯერად, უნაკლო შიშველი მოდელების ნაცვლად, მასზე ცნობილი გოგონები და ქალები გამოსახეს, რომლებმაც თავი სხვადასხვა სფეროში დაიმკვიდრეს.

ცნობილია, რომ კალენდარის ფურცლებზე ასევე მოხვდებიან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პრეზიდენტი, აგნეს განდი, კინოპროდიუსერი კეტლინ კენედი, მხატვარი იოკო ონო და სხვები.

20151130_1calendar

20151130_calendar_1

20151130_calendar_2

20151130_calendar_3

20151130_caneldar11_1

20151130_caneldar11_2

20151130-natacvod