ემბერ როუზმა ჯეი ზი გვინეტ პელტროუსთან რომანში დაადანაშაულა

ემბერ როუზმა ჯეი ზი გვინეტ პელტროუსთან რომანში დაადანაშაულა
შოუბიზნესი / აგვისტო 2, 2018

როგორც ჩანს კანიე უესტისა და ჯეი ზის “არაოფიციალური ომი” ახალ ეტაპზე გადადის, რადგან უესტის ყოფილმა საყვარელმა ემბერ როუზმა ბიონსეს მეუღლე გვინეტ პელტროუსთან რომანში დაადანაშაულა. მართალია, ემბერმა თამამად განაცხადა, რომ ჯეი ზი მეუღლეს ცნობილ მსახიობთან ღალატობს, მაგრამ მოგვიანებით თავად თქვა უარი საკუთარ ბრალდებაზე.

სხვათაშორის, პელტროუ ბიონსესა და ჯეი ზის ძველი მეგობარია და საკმაოდ ხშირად სტუმრობს წყვილს,  თუმცა  საიდუმლო რომანზე პირველი სწორედ ემბერ როუზი ალაპარაკდა, როცა Make Speidi Famous Again-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ადრე ბიონსე და გვინეტი კარგი მეგობრები იყვნენ, ახლა კი, მათი ერთად ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, მიზეზი კი –  სწორედ ჯეი ზია.

45 წლის პელტროუ მშვიდად შეხვდა ბრალდებას და აღნიშნა, რომ აბსურდულ ჭორებს არასდროს აქცევს ყურადღებას, როუზმა კი, მოგვიანებით განაცხადა, რომ მხოლოდ იხუმრა. ვისთან ღალატობდა ბიონსეს მეუღლე – არავინ იცის, თუმცა რეპერმა მსგავსი ფაქტი დაადასტურა და ბოდიშიც მოითხოვა, ბიონსემ კი, პატიება მიიღო და “მოღალატე” მეუღლესთან ერთად საგასტროლო ტურეში გაემგზავრა.

საკვანძო სიტყვები