ემბერ ჰერდი ჰაიდი კლუმის ყოფილ ბოიფრენდს ხვდება

ემბერ ჰერდი ჰაიდი კლუმის ყოფილ ბოიფრენდს ხვდება
შოუბიზნესი / მაისი 24, 2018

დიდი ხნის მანძილზე, ემბერ ჰერდისა და ილონ მასკის ურთიერთობაში წერტილი არ იყო დასმული: მსახიობი და ცნობილი გამომგონებელი პერიოდულად შორდებოდნენ და რიგდებოდნენ, თუმცა ამჯერად როგორც ჩანს, ყველაფერი დასრულდა. ჯონი დეპის ყოფილი მეუღლის გული ვიტო შნაბელს ეკუთვნის. წყვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში კოცნის დროს დააფიქსირეს. ისინი არც ცდილობდნენ ამ ყველაფრის დამალვას.

ემბერამდე, ვიტო სამი წლის მანძილზე ხვდებოდა გერმანელ მოდელს, ჰაიდი კლუმს, თუმცა გასული წლის შემოდგომაზე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოდელი ჯგუფ Tokio Hotel-ის მუსიკოსს, ტომ კაულიცს ხვდება.