ემბერ ჰერდი და შონ პენი ერთად შენიშნეს

ემბერ ჰერდი და შონ პენი ერთად შენიშნეს
შოუბიზნესი / მარტი 12, 2018

ემბერ ჰერდს ინტერესის ახალი ობიექტი ჰყავს და ეს მსახიობი შონ პენია. როგორც გამოცემა Page Six წერს, 31 წლის ჰერდი და 57 წლის პენი რესტორანში პაემანზე შენიშნეს.

თვითმხილველის თქმით, ყველაფერი რომანტიკულ შეხვედრას ჰგავდა, მაგიდაზე იდგა წითელი ღვინის ბოთლი. ისინი ბევრს ფლირტაობდნენ და იცინოდნენ. მსახიობების წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ემბერის უკანასკნელი რომანი ილონ მასკთან რამდნეიმე თვის წინ დასრულდა, რაც შეეხება შონს, ის და შარლიზ ტერონი დაქორწინებას გეგმავდნენ, თუმცა მოულოდნლეად დაშორდნენ. ამის მერე პენს რომანს ანჯელინა ჯოლისთან მიაწერდნენ.