ემა უოტსონს ახალი ბოიფრენდი ჰყავს

ემა უოტსონს ახალი ბოიფრენდი ჰყავს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 17, 2018

,,ჰარი პოტერის” ფილმების ვარსკვლავი, ემა უოტსონი, რომელიც გაზაფხულზე 6 თვიანი ურთიერთობის შემდეგ,  კორდ ოვერსტრიტს დაშორდა,  პაპარაცებმა მექსიკაში, რომანტიკული დასვენების დროს დააფიქსირეს.

როგორც ჩანს, ინგლისელი მსახიობის გული კვლავ დაკავებულია, რადგან 28 წლის ემა ბიზნესმენ, ბრენდონ უოლისის კამპანიაში შენიშნეს.

ჰერმიონ გრეინჯერი და მისი ახალი რჩეული მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ლანჩის დროს ერთმანეთს კოცნიდნენ. შეყვარებულებს შენიღბვა არც უცდიათ.

საინტერესოა, რომ მედიისთვის უცნობია როდის დაიწყო წყვილმა შეხვედრა, თუმცა ცნობილია, რომ უოლისი ლექციებს სტენფორდისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში ატარებდა. მის ანგარიშზეა რამდენიმე წარმატებული ბიზნეს პროექტი.