ელტონ ჯონმა თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები დაასახელა

ელტონ ჯონმა თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები დაასახელა
შოუბიზნესი / აპრილი 13, 2018

ამ დღეებში ელტონ ჯონი შოუს Rocket Hour სტუმრობდა, სადაც თანამედროვე პოპ-მუსიკაზე ისაუბრა.

71 წლის ვარსკვლავი თვლის, რომ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე მკაფიო წარმომადგენელი დღესდღეობით მაილი საირუსი, ედ შირანი და ლედი გაგა არიან.  აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ჯონის შვილების ნათლიაა და მუსიკოსი მას ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ შემსრულებლად მიიჩნევს.

რაც შეეხება თავად ლეგენდარულ მუსიკოსს, სამწლიანი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ ის სცენიდან წასვლას გეგმავს და საკუთარი ჯანმრთელობის მიხედვას აპირებს.

პოპულარული სიახლეები